დონიცეტი გაეტანო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაეტანო დონიცეტი

გაეტანო დონიცეტი - (იტალ. Domenico Gaetano, 29. XI. 1797, ბერგამო, – 8. IV. 1848, იქვე) იტალიელი კომპოზიტორი.

დონიცეტი bel canto-ს სტილის მიმდევარია. მისი საოპერო შემოქმედება უკავშირდება ნეაპოლს, რომს, ვენას, მილანს, პარიზს, სადაც იმ პერიოდში აქტიური საოპერო ცხოვრება მიმდინარეობდა. დონიცეტი აგრძელებს როსინისეული კომიკური ოპერის ხაზს. 28 წლის მანძილზე დაწერა 70-მდე ოპერა. ყველა ოპერა, რასაკვირველია, არ არის ერთნაირი ხარისხის, თუმცა ყველა მათგანი ნათელი, მხიარული თემატიკითაა სავსე, გაჟღენთილია ხალხური იუმორით და მუსიკალური თემებით.

დონიცეტის ოპერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. მელოდიკის განსაკუთრებული სიმსუბუქე, მოხდენილი და ადვილად გასაგები სტილი, თეატრალური ხერხების მრავაფეროვნება და ეფექტურობა, ბრწყინვალე ვოკალური ვირტუოზულობა ევროპის მრავალი ქვეყნის მსმენელს იზიდავდა. დონიცეტის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებებია „ლუჩია დი ლამერმური“ (ლირიკულ–დრამატული ოპერა), „ფავორიტი ქალი“ (დრამატული ნაწარმოებიფრანგული ოპერის სტილში), „დონ-პასკუალე“, „სიყვარულის ნექტარი“(ოპერა ბუფა) და სხვა.

დაწერილი აქვს აგრეთვე კანტატები, მესები, საორკესტრო და კამერული ნაწარმოებები, გუნდები, დონიცეტის ოპერები გამოირჩევა მელოდიური სიმდიდრითა და გამომსახველობით, ჭეშმარიტი თეატრალურობით. იგი რთული ვოკალური ანსამბლების ოსტატია.

1835-39 დონიცეტი ნეაპოლის კონსერვატორიის პროფესორია (1837-იდან დირექტორი). 1839-იდან იგი ცხოვრობდა პარიზში. 1844-იდან კი ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა საკომპოზიტორო მოღვაწეობას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები