დონ პასკუალე (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დონ პასკუალე“ – იტალიელი კომპოზიტორის გაეტანო დონიცეტის ოპერა.

1843 წლის 3 იანვარს პარიზში დონიცეტის კომიკური ოპერა „დონ პასკუალეს“ პრემიერა შედგა. ოპერა სამი მოქმედებისგან შედგება. ლიბრეტოს ავტორი ჯაკომო რუფინია. ოპერის პერსონაჟები ახლოს დგანან იტალიური კომედია დელ არტეს პერსონაჟებთან, მაგალითად, დონ პასკუალე პანტალონეს პროტოტიპია, ერნესტო - პიეროსი, მალატესტა - სკარბინოს, ნორინა - კოლუმბინასი და ა.შ..

ოპერის მოქმედება მიმდინარეობს XIX საუკუნეში რომში. ოპერა სავსეა კომიკური სიტუაციებით, სადაც აღწერილია მოხუცი, მდიდარი ბერ-ბიჭას დონ პასკუალეს გამასხარავება. მას სურს ცოლად შეირთოს ახალგაზრდა ქვრივი, რომელიც მის ძმისშვილ ერნესტოს უყვარს. სიტუაციური კომედიის დასასრულს ახალგაზრდა წყვილი ერთად რჩება და ყველა ბედნიერია, მათ შორის დონ პასკუალეც.

მიუხედავად იმისა, რომ დონიცეტიმ ოპერა უსწრაფესად (11 დღეში) დაწერა, დონ პასკუალეს პრემიერა ტრიუმფით დასრულდა. ოპერა მაშინვე აიტაცა ევროპის სხვადასხვა წამყვანმა სცენამ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები