ბიორიუ სინგირ ქიუდიურიუუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბჲორჲუ სინგირ ქჲუდჲურჲუუ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Бёрю сингир кюйдюрюу – „[[...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბიორიუ სინგირ ქიუდიურიუუ“ გადაიტანა გვერდზე „[[ბჲორჲუ სინგირ ქჲუ...)

12:50, 3 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ბჲორჲუ სინგირ ქჲუდჲურჲუუ (ბალყ.-ყარაჩ. Бёрю сингир кюйдюрюу – „მგლის ძარღვის დაწვა“) – ბალყარულ-ყარაჩული მაგიური ქმედება, რომელიც უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით სრულდებოდა და ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის მიერ ფიცის დადებას ცეცხლწაკიდებული მგლის ძარღვით ხელში ითვალისწინებდა (თუ ბრალდებულს ან ცრუ მოწმეს კრუნჩხვა დაემართებოდა, იგი დამნაშავედ ჩაითვლებოდა). უნდა ითქვას, რომ მგლის კულტთან დაკავშირებული ეს წეს-ჩვეულება ბალყარელთა და ყარაჩელთა ყოფაში გამონაკლისი არ არის. ცნობილია, სხვადასხვა რიტუალური ქმედებები და რწმენები: ჩვილის ბალისქვეშ მგლის კბილის დამალვა; გათვალვისა და ავსულების საწინააღმდეგოდ აკვანზე მგლის ბრჭყალების ჩამოკიდება; მწყემსთა მიერ მგლის ტყავის ნაჭრის ტარება, რათა ეს ცხოველი ფარას არ მიახლოებოდა და თან მეხიც აერიდებინათ. მგლის ტყავისაგან იკერებოდა დანის ბუდე, ხოლო სახალხო მოსამართლეთა (тёречиле) სპეციალურ სამოსი იყო მგლის ქურქი (бёрю-тон) მგლის სახიანი საკინძით (თუ მოსამართლეები ამ ღილს შეიხსნიდნენ, ეს იმის ნიშანი იყო, რომ საქმის განხილვა დაიწყებოდა, მაგრამ თუ საქმე გადაუდებელ განხილვას არ საჭიროებდა, საკინძეს შეიხსნიდნენ და ქურქის კალთებს მათ წინავე დამხობილი მთხოვნელის თავზე დაარხევდნენ). შემთვევითი არც ისაა, რომ ბევრი ფოლკლორული პერსონაჟი მგლის ქურქითაა შემოსილი. „მგლური“ გენეალოგიისაა ეპიკური გმირი – ნართი ჲორჲუზმექი, რომელსაც ძუ მგელი კვებავდა.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები