ესპანური კურდღლისცოცხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ესპანური კურდღლისცოცხა '''ესპანური კურ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი: | + | [[ფაილი:Tameli.jpg|thumb|ესპანური კურდღლისცოცხა]] |
16:57, 19 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ესპანური კურდღლისცოცხა - (Spartium junceum L.); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). 1-3 მ-მდე სიმაღლის ხე ან ნახევრად ბუჩქია, გრძელი წკეპლისებური, მცირედ შეფოთლილი ტოტებით. ფოთლები მარტივია, მოგრძო-ხაზური ან მოგრძო-ელიფსური, შესამჩნევი შუა ძარღვით. ყვავილები კაშკაშა ყვითელია, მეჩხერ, კენწრულ მტევნებად შეკრებილი. ყვ. ნაყ. V-VII. იზრდება მშრალ ფერდობებზე მთის ქვედა სარტყელში. გაველურებულია. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კისისხევის მიდამოებში. სპორადულად მთელ საქართველოშია გავრცელებული.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.