სამხედრო ავიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი  2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]]
 
[[კატეგორია:სახმელეთო ჯარები]]
 
[[კატეგორია:სახმელეთო ჯარები]]

17:43, 26 თებერვალი 2018-ის ვერსია

სამხედრო ავიაცია – განკუთვნილია საჰაერო სივრცეში სამხედრო (საომარი) მოქმედებისათვის. დანიშნულებისა და დაქვემდებარების მიხედვით მეტ წილ ქვეყნებში მოიცავს საარმიო (სახმელეთო ჯარების) ავიაციას, დაჯგუფების (ტაქტიკურ), შორეულ (სტრატეგიულ), საჰაერო თავდაცვის, საზღვაო, სამხედრო-სატრანსპორტო და სპეციალურ ავიაციას.

გადასაწყვეტი ამოცანებიდან და მოქმედების ხასიათიდან გამომდინარე იყოფა გვარეობების მიხედვით ბომბდამშენ (რაკეტმზიდ), გამანადგურებელ-ბომბდამშენ (ტაქტიკური გამანადგურებლები), გამანადგურებელ, მოიერიშე, სადაზვერვო, ნავსაწინააღმდეგო, სამხედრო-სატრანსპორტო და სპეციალურ ავიაციად.

შეიარაღებაზე არის საბრძოლო, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები და ვერტმფრენები, სხვა საფრენი აპარატები. სამხედრო ავიაციის საბრძოლო ძლიერების საფუძველია მრავალი სახის საავიაციო შეიარაღებით აღჭურვილი ზებგერითი, ნებისმიერ ამინდში ფრენისათვის განკუთვნილი თვითმფრინავები.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რადიოსარადარო სისტემებისთვის „უხილავი“ საფრენი აპარატების და დისტანციური მართვის თვითმფრინავების შექმნას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები