ფრონტების ჯგუფების ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო ოპერაციები]] | [[კატეგორია:სამხედრო ოპერაციები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:23, 27 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ფრონტების ჯგუფების ოპერაცია - სტრატეგიული მიზნების მისაღწევად წარმოებული შეტევითი ან თავდაცვითი ოპერაცია.
დაჯგუფების ოპერაციების მიზნებს, ჩვეულებრივ, წარმოადგენდა:
- მოწინააღმდეგის სტრატეგიული დაჯგუფებების განადგურება,
- სტრატეგიული თვალსაზრისით მნივშნელოვანი რაიონების (ზღუდეების) დაუფლება,
- მტრული კოალიციის სახელმწიფოთა ომიდან გამოყვანა.
ისინი ეწყობოდნენ 300-1000 კმ-იან ზოლებში 200-600 კმ სიღრმეზე 12-დან 30 დღემდე და უფრო მეტი ხნის განმავლობაში.
ფრონტების ჯგუფის თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების მიზანი იყო
- ჩაეშალათ მოწინააღმდეგის დაჯგუფებების შემოტევა,
- მიეყენებინათ მათთვის მნიშვნელოვანი ზარალი,
- შეენარჩუნებინათ სტრატეგიული თვალსაზრისით დიდმნიშვნელოვანი რაიონები (ზღუდეები) და შეექმნათ პირობები შეტევაზე (კონტრშეტევაზე) გადასასვლელად.
ფრონტების ჯგუფების ოპერაცია ეწყობოდა 500-800 კმ ზოლებში და გრძელდებოდა 20-დან 100 დღემდე და უფრო მეტ ხანს.