ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | + | ||
'''ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა''' - ორგანიზაციული ღონისძიებების და [[ჯარები|ჯარების]] [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედების]] კომპლექსი მოწინააღმდეგის [[ტანკი|ტანკების]] და სხვა დაჯავშნული საშუალებების [[იერიში|იერიშების]] მოსაგერიებლად და გასანადგურებლად. | '''ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა''' - ორგანიზაციული ღონისძიებების და [[ჯარები|ჯარების]] [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედების]] კომპლექსი მოწინააღმდეგის [[ტანკი|ტანკების]] და სხვა დაჯავშნული საშუალებების [[იერიში|იერიშების]] მოსაგერიებლად და გასანადგურებლად. | ||
12:25, 2 მარტი 2018-ის ვერსია
ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა - ორგანიზაციული ღონისძიებების და ჯარების საბრძოლო მოქმედების კომპლექსი მოწინააღმდეგის ტანკების და სხვა დაჯავშნული საშუალებების იერიშების მოსაგერიებლად და გასანადგურებლად.
ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა შეიქმნა I მსოფლიო ომში, როდესაც ბრძოლის ველზე გამოჩნდა ტანკები. II მსოფლიო ომის წლებში შემუშავდა ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის მწყობრი სისტემა. იგი მოიცავდა: ასეულების ტანკსაწინააღმდეგო საყრდენ პუნქტებს, რომლებიც გაერთიანებული იყო ბატალიონების ტანკსაწინააღმდეგო კვანძებში, ტანკსაწინააღმდეგო რაიონებს, სატანკო საფრებს. ასევე – საარტილერიო-ტანკსაწინააღმდეგო რეზერვებს, მოძრავ გადამღობ რაზმებს, არტილერიას დახურულ საცეცხლე პოზიციებზე, ტანკსაწინააღმდეგო ღობურებსა და დაბრკოლებებს.
ომის შემდგომ წლებში ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა საბრძოლო უზრუნველყოფის სახეობიდან გადაიზარდა თავდაცვის შემადგენელ ნაწილად.
ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოიცავს:
- მოწინააღმდეგის სატანკო დაჯგუფებებზე ავიაციის,
- სარაკეტო ჯარების მომზადებულ დარტყმებსა და არტილერიის ცეცხლს დახურული საცეცხლე პოზიციებიდან;
- ნაწილებისა და შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს;
- ყველა სახეობის ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის სისტემას მეწინავე ხაზის
- წინ, ფლანგებზე, პირაპირებზე (შუალედებში) და თავდაცვის სიღრმეში;
- ტანკსაწინააღმდეგო ღობურების სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო რეზერვებსა და მოძრავ გადამღობ რაზმებს.