ჰიდროაკუსტიკური საშუალებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
მათ განეკუთვნება ჰიდროაკუსტიკური სადგურები და კომპლექსები, იარაღის თვითდამიზნების სისტემები,
 
მათ განეკუთვნება ჰიდროაკუსტიკური სადგურები და კომპლექსები, იარაღის თვითდამიზნების სისტემები,
ჰიდროლოკატორები, აკუსტიკური ტრალები, ექოლოტები, ექოლოდომერები, სხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. მუშაობის პრინციპის მიხედვით არის პასიური და აქტიური, დაყენების ადგილის მიხედვით – სახომალდე, საავიაციო, სტაციონარული (სანაპირო, ფსკერული) და პოზიციური (ჰიდროაკუსტიკური ბუი და სხვა).
+
ჰიდროლოკატორები, აკუსტიკური ტრალები, ექოლოტები, ექოლოდომერები, სხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. მუშაობის პრინციპის მიხედვით არის პასიური და აქტიური, დაყენების ადგილის მიხედვით – სახომალდე, საავიაციო, სტაციონარული (სანაპირო, ფსკერული) და პოზიციური (ჰიდროაკუსტიკური [[ბუი]] და სხვა).
  
  

მიმდინარე ცვლილება 00:41, 8 მარტი 2021 მდგომარეობით

ჰიდროაკუსტიკური საშუალებები - სხვადასხვა დანიშნულების და მოქმედების პრინციპის მქონე რადიოტექნიკური, ელექტრონული, ტექნიკური ხელსაწყოები და მოწყობილობები.

ჰიდროაკუსტიკური საშუალებები დაფუძნებულია აკუსტიკური ტალღების წყლის გარემოში გავრცელების მოვლენის გამოყენებაზე. განკუთვნილია წყლის გარემოში არსებული მოძრავი და უძრავი ობიექტების (მიზნების) ძიებისთვის, აღმოჩენისთვის, ადგილმდებარეობის და მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრისათვის. ასევე – კავშირის და ინფორმაციის გადაცემისთვის, მიზანმიმართვის, ცურვის უსაფრთხოების სანავიგაციო უზრუნველყოფისთვის, იარაღის თვითდამიზნების ჰიდროაკუსტიკური სისტემას, ჰიდროაკუსტიკური წინააღმდეგობების საშუალებების შექმნისთვის და სხვა.

მათ განეკუთვნება ჰიდროაკუსტიკური სადგურები და კომპლექსები, იარაღის თვითდამიზნების სისტემები, ჰიდროლოკატორები, აკუსტიკური ტრალები, ექოლოტები, ექოლოდომერები, სხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. მუშაობის პრინციპის მიხედვით არის პასიური და აქტიური, დაყენების ადგილის მიხედვით – სახომალდე, საავიაციო, სტაციონარული (სანაპირო, ფსკერული) და პოზიციური (ჰიდროაკუსტიკური ბუი და სხვა).


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები