რაინდი
(ახალი გვერდი: '''რაინდი''' 1. ფეოდალიზმის ხანაში – სამხედრო-თავადაზნაურული წ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Raindis sizmari.jpg|thumb|250პქ|რაფაელ სანტი, რაინდის სიზმარი]] | ||
'''რაინდი''' | '''რაინდი''' | ||
13:30, 22 ივნისი 2018-ის ვერსია
რაინდი
1. ფეოდალიზმის ხანაში – სამხედრო-თავადაზნაურული წოდება;
2. გადატანითი მნიშვნელობით – უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი ადამიანი.
3. უშიშარი, გმირი მებრძოლი. ფეოდალური ხანის დასავლეთ ევროპაში სამხედრო-თავადაზნაურული ფენის წარმომადგენელი. ფართო გაგებით, რაინდი ეწოდებოდა თავადაზნაურული წოდების ყველა საერო ფეოდალს, ვიწრო გაგებით – მხოლოდ წვრილ ფეოდალ-მეომარს. ძველ საქართველოში ანალოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ტერმინებს – “მოყმე”, “ჭაბუკი”.
VIII საუკუნიდან XV საუკუნემდე მძიმედ შეიარაღებული ცხენოსანი რაინდების რაზმები დასავლეთ ევროპის ჯარების ბირთვს წარმოადგენდნენ.
XV-XVI საუკუნეებში მუდმივი არმიების გაჩენისა და ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან დაკავშირებით რაინდების სამხედრო მნიშვნელობა შემცირდა. რაინდები, როგორც სოციალური კატეგორია, აზნაურებად გარდაიქმნენ, რომელთაგან შედგებოდა მუდმივი არმიების ოფიცერთა კორპუსი.
