მაჰაბჰარატა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[მსოფლიო რელიგიები საქართველოში]] | |
[[კატეგორია:წმინდა წერილები]] | [[კატეგორია:წმინდა წერილები]] | ||
[[კატეგორია:მაჰაბჰარატა]] | [[კატეგორია:მაჰაბჰარატა]] | ||
22:00, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
მაჰაბჰარატა - (დიდი ბჰარატა), - ვრცელი პოემა, რომლის ფასი ინდოელთა სულიერი კულტურისათვის განუზომელია. ამას ცხადყოფს ინდოეთის რესპუბლიკის სახელი ჰინდი ენაზე - ბჰარატა.
„მაჰაბჰარატა“ გვამცნობს ისტორიულ, - ძვ.წ. XI-X სს-ის, ამბავს - ძალაუფლებისათვის ბრძოლას ბჰარატთა გვარის ორ შტოს - პანდავებსა და კაურავებს, ე.ი. პანდუსა და კურუს შთამომავლებს შორის. ეს იყო სასტიკი ომი, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა. სისხლმა დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობისა და სათნოების იმპულსი; შერიგების, პატიების, შეწყალების, საღმრთო ვალის შეგნებისა და გათავისების სულისკვეთება, რაც არის ძირითადი სათქმელი აღნიშნული ძეგლისა ზოგადად და, კერძოდ, რამდენიმე ჩართული ეპიზოდისა, რომელთაგან ზოგს დამოუკიდებელი ნაწარმოების სახე აქვს. ასეთებია: „რამაიანა“, „ბჰაგავატგიტა“, „სავიტრი“ და სხვა (სამივე თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოქვეყნებულია კომენტარებით).