რეტამა
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Retama1.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Retama1.jpg|thumb|280პქ|რეტამა]] |
'''რეტამა''' – (Retama raetam); განეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. იგი წააგავს [[კურდღლისცოცხა|კურდღლისცოცხას]], იმ განსხვავებით, რომ კურდღლისცოცხას ყვითელი ყვავილი აქვს, რეტამას – თეთრი, წითელი კენკროვანი ნაყოფით. | '''რეტამა''' – (Retama raetam); განეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. იგი წააგავს [[კურდღლისცოცხა|კურდღლისცოცხას]], იმ განსხვავებით, რომ კურდღლისცოცხას ყვითელი ყვავილი აქვს, რეტამას – თეთრი, წითელი კენკროვანი ნაყოფით. | ||
10:53, 11 აპრილი 2018-ის ვერსია
რეტამა – (Retama raetam); განეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. იგი წააგავს კურდღლისცოცხას, იმ განსხვავებით, რომ კურდღლისცოცხას ყვითელი ყვავილი აქვს, რეტამას – თეთრი, წითელი კენკროვანი ნაყოფით.
რეტამა – ბიბლიური მცენარე
ამ მსგავსებით აიხსნება, რომ ბიბლიის ევროპულ ენებზე თარგმნილ ტექსტებსში ეს მცენარე კურდღლისცოცხადაა მოხსენიებული, ხოლო ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ბიბლიის ქართულ თარგმანში – ბელეკონად, რაც სრულიად გაუგებარია, რადგან ბელეკონი, იგივე ტერებინთო საკმაოდ დიდი ხეა, რეტამა კი – ბუჩქი.
საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ტექსტში რეტამას ეკვივალენტად მოცემულია „ერთი ბუჩქი“. ებრაული ტრადიციით ეს ბუჩქი გახლავთ რეტამა. მისი ებრაული სახელია „როთემ ჰა მედაბერ“-ი. იგი გავრცელებულია იზრაელის მთელ ტერიტორიაზე გოლანის მთიანეთიდან – მკვდარ ზღვამდე.
„თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე; მივიდა ერთ ბუჩქთან და მის ძირას დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სული, რადგან ჩემს მამა-პაპაზე უკეთესი არა ვარ“. (3 მეფეთა 19, 4)