კუროსთავა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:ორყურასებრნი]]
 
[[კატეგორია:ორყურასებრნი]]
 
[[კატეგორია:ორლებნიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ორლებნიანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:მცენარეები]]

14:10, 11 აპრილი 2018-ის ვერსია

კუროსთავა

კუროსთავა – (Tribulus terrestris); ორლებნიანთა კლასის ბალახოვანი მცენარე, ორყურასებრთა (Zygophyllaseae) ოჯახის წარმომადგენელი. მიწისზედა ბუსუსებიან მხოხავი ღეროებით. ფოთლები მოპირისპირედ 5-8 რიგად განლაგებული მუქი მწვანე ფერის, ყვავილები – წვრილი, ყვითელი ფერის, ფოთლების ღლიებში მოკლე ღეროზე მჯდომი. ნაყოფი ორლებნიანი ეკლოვანი კოლოფია. კუროსთავი ითვლება აბეზარ სარეველა მცენარედ.

კუროსთავა – ბიბლიური მცენარე

კუროსთავი აბეზარი სარეველა მცენარეა. იგი იზრდება სავარგულების გარდა სოფლის გზებსა და გზისპირებზე მისი ბასრი ეკლიანი ნაყოფი ჩლიქებში ერჭობოდა საქონელს, რითაც პრობლემებს უქმნიდა მესაქონლეებს. ამან განაპირობა წმინდა წერილში მისი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება, კუროსთავის ნაყოფი შეიცავს ტანინს და ეთერზეთებს, რაც განაპირობებს მედიცინაში მის მატონიზირებელ საშუალებად გამოყენებას.

„ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი. ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროსთავთაგან ლეღვი?“ (მათე 7, 16)


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები