კავკასიური რცხილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კავკასიური რცხილა“ გადაიტანა გვერდზე „ევროპული რცხილა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევროპული რცხილა“ გადაიტანა გვერდზე „კავკასიური რცხილა“ გადამ...)

13:57, 12 აპრილი 2018-ის ვერსია

კავკასიური რცხილა

კავკასიური რცხილა – (Carpinus caucasica Grossh. = Carpinus betulus L.); ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae). მაღალი ხეა, ოდნავ დამსკდარი ქერქით. ფოთლები შიშველია, მოკლეყუნწიანი, ფირფიტა მოხაზულობით მოგრძო-კვერცხისებურია, წაწვეტებული, ორმაგხერხკბილა. კვირტები ოვალურია, მოწითალო მურა ფერისა. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყლორტის ძირებში განლაგებული. მდედრობითი კენწრულია. ნაყოფის საბურველი სამნაკვთიანია, ნაყოფი კაკალია. ყვ. III-IV; ნაყ. VI-VII. საქართველოში ტყის შემქმნელი ერთ-ერთი სახეობაა. კახეთში გავრცელებულია თითქმის ყველგან გვხვდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი კორომების (წიფლის, ჭალისა და ქართული მუხების ნაალაგევზე) სახით.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები