ამარავანტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ამარავანტი''' – ''(ინდ.)'' „უკვდავთა სამყოფელი“, [[ინდრა|ინდრას]] სამეფო ქალაქი, ათასკარიბჭიანი, რომლისკენაც გზა გადის ჩრდილოეთით მიუწვდომელ მთებში, [[მერუ|მერუს]] მთაზე მაღლა, ვარსკვლავეთისკენ. | + | '''ამარავანტი''' – ''(ინდ.)'' „უკვდავთა სამყოფელი“, [[ინდრა|ინდრას]] სამეფო [[ქალაქი]], ათასკარიბჭიანი, რომლისკენაც გზა გადის ჩრდილოეთით მიუწვდომელ მთებში, [[მერუ|მერუს]] მთაზე მაღლა, ვარსკვლავეთისკენ. |
ცოდვილთათვის იგი უხილავია. | ცოდვილთათვის იგი უხილავია. | ||
მიმდინარე ცვლილება 17:11, 3 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით
ამარავანტი – (ინდ.) „უკვდავთა სამყოფელი“, ინდრას სამეფო ქალაქი, ათასკარიბჭიანი, რომლისკენაც გზა გადის ჩრდილოეთით მიუწვდომელ მთებში, მერუს მთაზე მაღლა, ვარსკვლავეთისკენ. ცოდვილთათვის იგი უხილავია.
ქალაქის შესასვლელს დარაჯობს ღვთიური სპილო, ყველა სპილოს წინაპარი, რომელზეც ამხედრებული ინდრა მოივლის თავის სამფლობელოს. ქალაქში ასი სასახლეა, ყველაზე დიდში და უმშვენიერესში, ლოტოსებით დამშვენებულში, ინდრას ტახტი დგას. აქ ზის იგი, ღმერთებითა და ბრძენი ხალხით გარშემორტყმული. ქალაქში მარად მწვანე ბაღებია, არც სიცივე და არც სიცხე აწუხებთ მის მკვიდრთ, მათ არ იციან არც შიში, არც სიბერე, არც სნეულება. მოკვდავთაგან აქ მხოლოდ კეთილშობილნი, ღვაწლის აღმსრულებელი ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ, აგრეთვე ისინიც, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ.