ნავსაწინააღმდეგო ხომალდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნავსაწინააღმდეგო ხომალდი''' - საბრძოლო ხომალდი, რომლის დანი...)
 
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:საზღვაო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:საზღვაო ტერმინები]]
[[კატეგორია:საბრძოლო ხომალდები]]
+
[[კატეგორია:ხომალდები]]

მიმდინარე ცვლილება 16:48, 1 მაისი 2018 მდგომარეობით

ნავსაწინააღმდეგო ხომალდი - საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და განადგურება, საკუთარი წყალქვეშა ნავების გაშლის და დაბრუნების უზრუნველყოფა, ხომალდების, ბადრაგის, დესანტის ნავსაწინააღმდეგო დაცვა, ბაზირების რაიონების დაცვა და სხვა.

წყალწყვის, შეიარაღებისა და დანიშნულების მიხედვით არსებობს ნავსაწინააღმდეგო კრეისერები, დიდი და პატარა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი, დაცვის ხომალდები. ნავსაწინააღმდეგო კრეისერები და დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები მოქმედებენ ზღვების და ოკეანეების დაშორებულ რაიონებში შენაერთების შემადგენლობაში, დაცვის ხომალდები – ნაპირისპირა ზღვებში, პატარა ნავსაწინააღმდეგო ხომალდი – ნაპირისპირა ზღვებში, საკუთარი ბაზების მახლობლად.

ნავსაწინააღმდეგო ხომალდის შეიარაღებაში აქვთ ნავსაწინააღმდეგო რაკეტები, ტორპედოები, რეაქტიული ბომბმტყორცნები, სიღრმისეული ბომბები, ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენები, თავდაცვის საშუალებები.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები