მაყაშვილი მარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მაყაშვილი მარო (მარიამ) კონსტანტინეს ასული''' ''(დ. 1901 — გ. 1921)'' – ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Maro mayaSvili.jpeg|thumb|'''მარო მაყაშვილი''']]
 
'''მაყაშვილი მარო (მარიამ) კონსტანტინეს ასული'''  ''(დ. 1901 — გ. 1921)'' –  პირველი ქალი, რომელსაც [[საქართველო]]ს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რუსი საბჭოთა ინტერვენტებისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად წარმოებული [[ბრძოლა|ბრძოლების]] მონაწილე 1921 წლის თებერვალში. ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი.  
 
'''მაყაშვილი მარო (მარიამ) კონსტანტინეს ასული'''  ''(დ. 1901 — გ. 1921)'' –  პირველი ქალი, რომელსაც [[საქართველო]]ს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რუსი საბჭოთა ინტერვენტებისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად წარმოებული [[ბრძოლა|ბრძოლების]] მონაწილე 1921 წლის თებერვალში. ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი.  
  

16:24, 30 მაისი 2018-ის ვერსია

მარო მაყაშვილი

მაყაშვილი მარო (მარიამ) კონსტანტინეს ასული (დ. 1901 — გ. 1921) – პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რუსი საბჭოთა ინტერვენტებისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად წარმოებული ბრძოლების მონაწილე 1921 წლის თებერვალში. ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის კოტე მაყაშვილის ქალიშვილი.

დაამთავრა თბილისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი (1919). სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იყო სპორტსაზოგადოება "შევარდენის“ წევრი, ჩინებული ტანმოვარჯიშე.

1921 წლის თებერვალში, როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმიამ თბილისს შემოუტია, ივ. ჯავახიშვილის მოწოდებით ფეხზე დადგა ქართველი სტუდენტობა.

მაყაშვილი 17 თებერვალს ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად და სანიტარულ რაზმთან ერთად კოჯორს მიაშურა. ორი მომცრო ფრონტული ბარათის გამოგზავნა მოასწრო. 19 თებერვალს კი, როცა დაჭრილებს თბილისისაკენ აცილებდა, მტრის ყუმბარამ სიცოცხლეს გამოასალმა. სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი ქალის დაღუპვა, მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებამ. მას ქართველი ჟანა დარკიც კი უწოდეს.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გ. მარგველაშვილმა მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები