ტაქტიკური ავიაცია
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]] | [[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]] | [[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]] | ||
| + | [[კატეგორია:ტაქტიკური ავიაცია]] | ||
13:58, 6 ივნისი 2018-ის ვერსია
ტაქტიკური ავიაცია - ავიაციის სახეობა მრავალი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალებში. განკუთვნილია ტაქტიკური (ოპერატიულ-ტაქტიკური) ამოცანების გადასაწყვეტად სახმელეთო ჯარებთან და სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით ან დამოუკიდებლად.
ტაქტიკური ავიაცია შეადგენს ჯარების (ძალების) დაჯგუფებების საბრძოლო ძლიერების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, არის საჰაერო მოწინააღმდეგესთან ბრძოლის, საჰაერო დაზვერვის წარმოების, რადიოელექტრონული ბრძოლის ძირითადი საშუალება და სხვა.
ტაქტიკური ავიაციის შეიარაღებაშია მრავალმიზნობრივი ტაქტიკური გამანადგურებლები, გამანადგურებელ-ბომბდამშენები, მოიერიშეები, ტაქტიკური მზვერავები, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები.
ტაქტიკური ავიაციის ფორმირებები ორგანიზაციულად გაერთიანებული არიან ტაქტიკურ საავიაციო სარდლობაში. ნატოს წევრი ქვეყნების ტაქტიკური ავიაციის ნაწილი შეყვანილია გაერთიანებულ ტაქტიკური ავიაციის სარდლობებში, რომლებიც ევროპაში შეიქმნა. მისი ძირითადი ორგანიზაციული ერთეულია საავიაციო ფრთა, ესკადრა და სხვა.