მონასპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:გვარდია]] | [[კატეგორია:გვარდია]] | ||
[[კატეგორია:ფეოდალური საქართველოს შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:ფეოდალური საქართველოს შეიარაღებული ძალები]] | ||
| + | [[კატეგორია:შეიარარებული ძალები]] | ||
14:25, 6 ივნისი 2018-ის ვერსია
მონასპა - სამეფო გვარდია ფეოდალურ საქართველოში (ღულამთა რაზმების ანალოგი იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში).
დააარსა დავით აღმაშენებელმა და მის დროს ითვლიდა 5 ათ. მეომარს. შედგებოდა ტყვე ან ნაყიდი და გაქრისტიანებული უცხოელებისაგან.
მონასპა მეფის მცველი კორპუსი იყო, მაგრამ დავითი თავისი „მონებით“ ზოგჯერ სპეციალურ ოპერაციებსაც ატარებდა თურქების წინააღმდეგ.
XII საუკუნეში, როგორც ჩანს, სამეფო „მონათა“ ნაწილი ყმა-მამულით იქნა შეწყალებული და ქართველ ფეოდალთა რიგებს შეერია. 1184 წლის შემდეგ მონასპა აღარ იხსენიება.