ლევიტელნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლევიტელნი''' - იაკობის ვაჟის, [[ლევი (იაკობის შვილი)|ლე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:ებრაელთა თორმეტი ტომი]] | [[კატეგორია:ებრაელთა თორმეტი ტომი]] | ||
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]] | [[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:ბიბლიური ხალხი]] | ||
16:35, 5 ივლისი 2018-ის ვერსია
ლევიტელნი - იაკობის ვაჟის, ლევის შთამომავალნი, ისრაელის თორმეტთაგან ერთ-ერთი ტომი, რომელსაც ებრაელთ მისცა მოსე და არონი, მიიღო საგანგებო უფლება მღვდელმსახურებისა.
ებრაელებთან ღვთისმსახურნი იყოფოდნენ სამ ხარისხად: მღვდელმთავრები, მღვდელნი და ლევიტელნი. ლევიტელებს ეკუთვნოდათ უმდაბლესი როლი ღვთისმსახურებაში. ზოგი მათგანი აღთქმის კიდობანსა და ტაძარს ემსახურებოდა, ზოგი მგალობელი იყო, სხვანი - წიგნის მკითხველნი და მოსამართლენი. მათი შემოსავალი იყო "ათეული" (მეათედი) და სხვა შესაწირავი მრევლისა, ლევიტელთა ინსტიტუტი ქრისტიანობის დამყარებამდე არსებობდა.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი