ზურგის ტვინის ხმობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ზურგის ტვინის ხმობა''' - (tabes dorsalis), მესამე სტადიის სიფილისის – ნეიროსიფილისის გამოვლინება, რომელიც ავადმყოფთა მცირე ნაწილში დაინფიცირების შემდეგ 8-12 წელიწადში ვლინდება. | + | '''ზურგის ტვინის ხმობა''' - (tabes dorsalis), მესამე სტადიის სიფილისის – [[ნეიროსიფილისი|ნეიროსიფილისის]] გამოვლინება, რომელიც ავადმყოფთა მცირე ნაწილში დაინფიცირების შემდეგ 8-12 წელიწადში ვლინდება. |
პათოლოგიური პროცესი წარმოადგენს დორზალური სპინალური ფესვების და ზურგის ტვინის უკანა სვეტების ანთებას, შემდგომი ატროფიით. ხშირია, აგრეთვე, მხედველობითი ნერვების პირველადი ატროფია. | პათოლოგიური პროცესი წარმოადგენს დორზალური სპინალური ფესვების და ზურგის ტვინის უკანა სვეტების ანთებას, შემდგომი ატროფიით. ხშირია, აგრეთვე, მხედველობითი ნერვების პირველადი ატროფია. | ||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:სიფილისი]] | [[კატეგორია:სიფილისი]] | ||
− |
მიმდინარე ცვლილება 15:20, 22 აგვისტო 2018 მდგომარეობით
ზურგის ტვინის ხმობა - (tabes dorsalis), მესამე სტადიის სიფილისის – ნეიროსიფილისის გამოვლინება, რომელიც ავადმყოფთა მცირე ნაწილში დაინფიცირების შემდეგ 8-12 წელიწადში ვლინდება.
პათოლოგიური პროცესი წარმოადგენს დორზალური სპინალური ფესვების და ზურგის ტვინის უკანა სვეტების ანთებას, შემდგომი ატროფიით. ხშირია, აგრეთვე, მხედველობითი ნერვების პირველადი ატროფია.
აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ატაქსია, ქვედა კიდურების მჩხლეტავი ტკივილები, მხედველობის დარღვევა, შარდის შეუკავებლობა, ტროფიკული აშლილობები, მაგ.: ართროპათია და პერფორირებული წყლულები.
პროგნოზი შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, ისევე, როგორც მკურნალობით მიღებული ეფექტი. ფსიქიკური აშლილობები დაავადების დომინანტურ გამოვლინებას არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლებელია დეპრესია.