ალკოჰოლური სიწითლის რეაქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალკოჰოლური სიწითლის რეაქცია“ გადაიტანა გვერდზე „[[რეაქცია შეწი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რეაქცია შეწითლების ალკოჰოლური“ გადაიტანა გვერდზე „[[ალკოჰოლური...) |
16:37, 24 აგვისტო 2018-ის ვერსია
ალკოჰოლური სიწითლის რეაქცია - (alcohol flush reaction) – ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახის, კისრისა და მხრების მიდამოს სიწითლე, რომელსაც ხშირად თან ახლავს გულისრევა, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია.
ალკოჰოლური სიწითლის რეაქცია უვითარდებათ მონღოლოიდური ტიპის წარმომადგენლებს 50%-ში და გამოწვეულია ფერმენტ ალდეჰიდდეჰიდრობენაზას მემკვიდრული უკმარისობით, რომელიც აცეტალდეჰიდის დაშლის კატალიზატორია. ალკოჰოლის მიღებისას აღნიშნული რეაქცია უვითარდებათ აგრეთვე პირებს, რომლებიც ღებულობენ ალკოჰოლის მიმართ მგრძნობიარე (სენსიბილიზებულ) მედიკამენტოზურ საშუალებებს, მაგალითად, დისულფირამი (ანტაბუსი), რომელიც თრგუნავს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას.