ალკოჰოლიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალკოჰოლიზაცია“ გადაიტანა გვერდზე „[[ალკოჰოლის გამოყენება ჩვეულ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალკოჰოლის გამოყენება ჩვეული“ გადაიტანა გვერდზე „[[ალკოჰოლიზაცი...) |
14:51, 31 აგვისტო 2018-ის ვერსია
ალკოჰოლიზაცია - (alcoholization), (fr. alcoholisation) – ალკოჰოლური სასმელების მნიშვნელოვანი რაოდენობის ხშირი მოხმარება სისხლში ალკოჰოლის მაღალი შემცველობის შენარჩუნების მიზნით, აგრეთვე ალკოჰოლის მოხმარების სიხშირის მატების პროცესი ტერმინი გამოიყენება როგორც ინდივიდთან, ასევე საზოგადოებასთან მიმართებაში.
ტერმინი alcoholisation საწყის ეტაპზე გამოიყენებოდა ალკოჰოლის მიღების ფრანგული ჩვევის კონტექსტში. იგულისხმებოდა, რომ ამ სოციალურ-კულტურული პირობების დროს სიმთვრალე ითვლებოდა უფრო ნორმად, ვიდრე ინდივიდუალური ფსიქოპათოლოგიის გამოხატულებად.
სინონიმი
ალკოჰოლის ჩვეული მიღება
იხილე აგრეთვე
ჯელლინეკის ტიპოლოგია (დელტა-ალკოჰოლიზმი)