აჟია
(ახალი გვერდი: '''ა-ჟია''' ''(აფხ. Ажьи - „მჭედელი“)'' – პირველი მჭედელი, რომელსაც, ლე...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ა-ჟია''' ''(აფხ. Ажьи - „მჭედელი“)'' – პირველი მჭედელი, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, მჭედლობის მფარველმა ღვთაებამ („[[შაშვი (მითოლოგია)|შაშვი]]“) [[სამჭედლო]] საქმე ასწავლა და ე.წ. [[ხნაპიკი]] — [[გრდემლი]], კვერი და [[მარწუხი]] გადასცა. აჟიამ მოამარაგა აფხაზეთის პირველი მოსახლენი საბრძოლო და სამეურნეო იარაღებით, რითაც ისინი გარდაუვალი დაღუპვისაგან იხსნა. სწორედ მისი საშუალებით შესწირა ხალხმა ღვთაება შაშვს პირველი მსხვერპლი (გარეთხა). ასე დაფუძნდა სამჭედლო საქმის მფარველის – შაშვის [[კულტი]] აფხაზებში. ამ დროიდან მოყოლებული მჭედლები, როგორც განსაკუთრებული საქმის ოსტატები და ღვთაების კულტმსახურნი აფხაზეთში დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდნენ, ითვლებოდნენ ადამიანებსა და შაშვს შორის შუამავლებად, [[ექიმბაში|ექიმბაშებად]], ჯადოქრებად, ჰქონდათ მათი რიდი (განსაკუთრებით მჭედლის დაწყევლის ეშინოდათ). მჭედლის გაქურდვას ვერავინ გაბედავდა. თუ მჭედელი რომელიმე ხილის ხეს წიდას ჩამოჰკიდებდა, ამ ხის ნაყოფს ხელს ვერავინ ახლებდა. | + | '''ა-ჟია''' ''(აფხ. Ажьи - „მჭედელი“)'' – პირველი მჭედელი, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, მჭედლობის მფარველმა ღვთაებამ („[[შაშვი (მითოლოგია)|შაშვი]]“) [[სამჭედლო]] საქმე ასწავლა და ე.წ. [[ხნაპიკი]] — [[გრდემლი]], კვერი და [[მარწუხი]] გადასცა. აჟიამ მოამარაგა აფხაზეთის პირველი მოსახლენი საბრძოლო და სამეურნეო იარაღებით, რითაც ისინი გარდაუვალი დაღუპვისაგან იხსნა. სწორედ მისი საშუალებით შესწირა ხალხმა ღვთაება შაშვს პირველი მსხვერპლი (გარეთხა). ასე დაფუძნდა სამჭედლო საქმის მფარველის – შაშვის [[კულტი]] [[აფხაზები|აფხაზებში]]. ამ დროიდან მოყოლებული მჭედლები, როგორც განსაკუთრებული საქმის ოსტატები და ღვთაების კულტმსახურნი აფხაზეთში დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდნენ, ითვლებოდნენ ადამიანებსა და შაშვს შორის შუამავლებად, [[ექიმბაში|ექიმბაშებად]], ჯადოქრებად, ჰქონდათ მათი რიდი (განსაკუთრებით მჭედლის დაწყევლის ეშინოდათ). მჭედლის გაქურდვას ვერავინ გაბედავდა. თუ მჭედელი რომელიმე ხილის ხეს წიდას ჩამოჰკიდებდა, ამ ხის ნაყოფს ხელს ვერავინ ახლებდა. |
მჭედლები იცავდნენ ზოგიერთ აკრძალვებს, არ შეეძლოთ [[აბრეშუმი]]ს წარმოება, არ აგებდნენ [[ფაცხა|ფაცხებს]] შქერისგან, არ კლავდნენ გველს, არ ატარებდნენ ტრაურს და სხვა. | მჭედლები იცავდნენ ზოგიერთ აკრძალვებს, არ შეეძლოთ [[აბრეშუმი]]ს წარმოება, არ აგებდნენ [[ფაცხა|ფაცხებს]] შქერისგან, არ კლავდნენ გველს, არ ატარებდნენ ტრაურს და სხვა. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:04, 27 სექტემბერი 2018 მდგომარეობით
ა-ჟია (აფხ. Ажьи - „მჭედელი“) – პირველი მჭედელი, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, მჭედლობის მფარველმა ღვთაებამ („შაშვი“) სამჭედლო საქმე ასწავლა და ე.წ. ხნაპიკი — გრდემლი, კვერი და მარწუხი გადასცა. აჟიამ მოამარაგა აფხაზეთის პირველი მოსახლენი საბრძოლო და სამეურნეო იარაღებით, რითაც ისინი გარდაუვალი დაღუპვისაგან იხსნა. სწორედ მისი საშუალებით შესწირა ხალხმა ღვთაება შაშვს პირველი მსხვერპლი (გარეთხა). ასე დაფუძნდა სამჭედლო საქმის მფარველის – შაშვის კულტი აფხაზებში. ამ დროიდან მოყოლებული მჭედლები, როგორც განსაკუთრებული საქმის ოსტატები და ღვთაების კულტმსახურნი აფხაზეთში დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდნენ, ითვლებოდნენ ადამიანებსა და შაშვს შორის შუამავლებად, ექიმბაშებად, ჯადოქრებად, ჰქონდათ მათი რიდი (განსაკუთრებით მჭედლის დაწყევლის ეშინოდათ). მჭედლის გაქურდვას ვერავინ გაბედავდა. თუ მჭედელი რომელიმე ხილის ხეს წიდას ჩამოჰკიდებდა, ამ ხის ნაყოფს ხელს ვერავინ ახლებდა.
მჭედლები იცავდნენ ზოგიერთ აკრძალვებს, არ შეეძლოთ აბრეშუმის წარმოება, არ აგებდნენ ფაცხებს შქერისგან, არ კლავდნენ გველს, არ ატარებდნენ ტრაურს და სხვა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
- И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Материалы и исследования. Сух., 1969.