ჰურულღინზაბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჰურულღინზაბი“ გადაიტანა გვერდზე „ღურულ ჰურულღინზაბი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ღურულ ჰურულღინზაბი“ გადაიტანა გვერდზე „ჰურულღინზაბი“ გადამის...) |
მიმდინარე ცვლილება 00:09, 31 ოქტომბერი 2018 მდგომარეობით
ჰურულღინზაბი / ღურულ ჰურულღინზაბი (ანდალ. ХIурулгIинзаби, ხუნზახ. ГIурул ХIурулгIинзаби) – „მდინარის ანგელოზები“ ანდალალურ და ხუნზახურ მითოლოგიაში. ბაწადელი ანდალალების რწმენით, მდინარის ანგელოზები ის დამხრჩვალი ადამიანები ხდებოდნენ, რომელთა გვამები მდინარემ უკვალოდ წაიღო. როცა ხალხი მდინარესთან მივიდოდა, აუცილებლად იტყოდა: „მოგესალმებით, ჰურულღინზაბებო!“ (Ассалам гIалейкум ХIурулгIинзаби).
ხუნზახელები თვლიდნენ, რომ უცოდველი და მართლმორწმუნე ბავშვები სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ხვდებიან და ჰურულღინზაბები ხდებიან. მათთან ქორწინდებიან ის ჭაბუკები და ქალიშვილები, რომლებმაც სიცოცხლეში ოჯახის შექმნა ვერ მოასწრეს. როცა დაუქორწინებელი ვაჟი იხრჩობოდა და მის ცხედარს ვერ პოულობდნენ, ამბობდნენ, რომ იგი მდინარის ანგელოზებმა წაიყვანეს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Алигаджиева З. А., Сефербеков Р. И. К характеристике некоторых мифологических персонажей аварцев-андалалцев // Вестник Дагестанского научного центра. Махачкала, 2004. № 19;
- Сефербеков Р. И., Шигабудинов Д. М. Мифологические персонажи традиционных верований аварцев-хунзахцев. Махачкала, 2006.