დაუყაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დაუყაჲა''' ''(აბაზ. Даукъая)'' – ბალახეულთა და საძოვართა მფარველი ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დაუყაჲა''' ''(აბაზ. Даукъая)'' – ბალახეულთა და საძოვართა მფარველი ღვთაება აბაზურ მითოლოგიაში. როგორც კი ნორჩი ბალახი ამოიზრდებოდა და საძოვარზე საქონლის გარეკვისდრო დადგებოდა, მწყემსები დაუყაჲას სახელობის დღეობას აწყობდნენ; ტყავის გრძელი | + | '''დაუყაჲა''' ''(აბაზ. Даукъая)'' – ბალახეულთა და საძოვართა მფარველი ღვთაება აბაზურ მითოლოგიაში. როგორც კი ნორჩი ბალახი ამოიზრდებოდა და საძოვარზე საქონლის გარეკვისდრო დადგებოდა, [[მწყემსი|მწყემსები]] დაუყაჲას სახელობის დღეობას აწყობდნენ; ტყავის გრძელი |
და ვიწრო ნაჭრებისგან შოლტებს წნავდნენ და „დაუს“ ძახილით ჰაერში ძლიერად იქნევდნენ. მათი რწმენით, შოლტების ტლაშუნით | და ვიწრო ნაჭრებისგან შოლტებს წნავდნენ და „დაუს“ ძახილით ჰაერში ძლიერად იქნევდნენ. მათი რწმენით, შოლტების ტლაშუნით | ||
წარმოქმნილი ხმოვანება ზამთრის ძილისგან დაუყაჲას „გამოაღვიძებდა“ და ბალახიც სწრაფად გაიზრდებოდა. შემდეგ კი | წარმოქმნილი ხმოვანება ზამთრის ძილისგან დაუყაჲას „გამოაღვიძებდა“ და ბალახიც სწრაფად გაიზრდებოდა. შემდეგ კი | ||
მიმდინარე ცვლილება 17:15, 6 თებერვალი 2020 მდგომარეობით
დაუყაჲა (აბაზ. Даукъая) – ბალახეულთა და საძოვართა მფარველი ღვთაება აბაზურ მითოლოგიაში. როგორც კი ნორჩი ბალახი ამოიზრდებოდა და საძოვარზე საქონლის გარეკვისდრო დადგებოდა, მწყემსები დაუყაჲას სახელობის დღეობას აწყობდნენ; ტყავის გრძელი და ვიწრო ნაჭრებისგან შოლტებს წნავდნენ და „დაუს“ ძახილით ჰაერში ძლიერად იქნევდნენ. მათი რწმენით, შოლტების ტლაშუნით წარმოქმნილი ხმოვანება ზამთრის ძილისგან დაუყაჲას „გამოაღვიძებდა“ და ბალახიც სწრაფად გაიზრდებოდა. შემდეგ კი ღვთაებას თხას ან ცხვარს სწირავდნენ და საწესო სუფრასთან დასხდომამდე უმღეროდნენ:
- დაუყაჲა!
- ცხვრის მწყემსი „დაუს“ ყვირის,
- დაუყაჲა!
- მეცხენე „დაუს“ ყვირის,
- დაუყაჲა!
- მეჯოგე „დაუს“ ყვირის,
- დაუყაჲა!
- გაიღვიძე და მწვანე ბალახი გამოუშვი,
- დაუყაჲა!
[რედაქტირება] ლიტერატურა
Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.