გოქშო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ორწლიანი მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:გოქშოსებრნი]] | [[კატეგორია:გოქშოსებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:30, 30 სექტემბერი 2019 მდგომარეობით
გოქშო - (Dipsacus L.); ოჯახი: გოქშოსებრნი (Dipsacaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით – 50-200 სმ. სწორი, წახნაგოვანი, წიბოებზე ეკლებიანი, ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, მოგრძო-უკუკვერცხისებური, დაკბილული ან ფრთისებურად განკვეთილი, ორივე მხარეზე ჯაგრით მოფენილი. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა, შეზრდილი, მოგრძო ფორმის, ფრთისებურად დაყოფილი ხაზურ, კიდეებკბილებიან ნაკვთებად. ქვედა მხარე ძარღვის გაყოლებით ეკლებიანია. თავაკები კვერცხისებურია, ყვავილები – თეთრი ან მკრთალი ლილისფერი. ყვ. ნაყ. VI-VII. კახეთში ეს მცენარე იზრდება თითქმის ყველგან, სარეველა მცენარეა. ცნობილია მთელ საქართველოში.