კუროს თავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]] |
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ორყურასებრნი]] | [[კატეგორია:ორყურასებრნი]] | ||
16:50, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია
კუროს თავი – (Tribulus terrestris L.); ოჯახი: ორყურასებრნი (Zygophyllaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული ბეწვით მოფენილი. ღერო გართხმულია, დატოტვილი, სიგრძით – 10-60 სმ. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 6-7 წყვილი ფოთოლაკისაგან. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება გზის პირა მიდამოებში, ქვიან და ნაგვიან ადგილებში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ კაჭრეთისა და ქალაქ წნორის მიდამოებში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთსა და ქართლში.