Prunella laciniata (L.) L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Prunella laciniata '''Prunella laciniata (L.) L.''' - ოჯახი: ტუჩოსნები (...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ტუჩოსნები]] | [[კატეგორია:ტუჩოსნები]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
11:34, 24 მაისი 2019-ის ვერსია
Prunella laciniata (L.) L. - ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა; ხშირი, თეთრი ბეწვითაა მოფენილი; ღერო წამოწეულია, 5-30 სმ სიგრძის; ფოთლები კვერცხისებურია, ელიფსური ან ლანცეტა. ზედა ფოთლები ფრთისებურადაა განკვეთილი ხაზურ ნაკვთებად; ქვედა ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, კიდემთლიანია ან დაკბილული. ყვავილედი თავთავისებურია, ხშირი, კვერცხისებური ან მოგრძო. გვირგვინი, ჩვეულებრივ, მოყვითალო-თეთრია ან თეთრი. ყვ. ნაყ. V-X. იზრდება ტყეებში, გზის პირას, ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებზე, მშრალ, ბალახოვან ფერდობებზე, მდინარეთა რიყნარებზე. მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში საკმაოდ იშვიათი მცენარეა. მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შალაურის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.