კაკაბაძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით კაკაბაძე“ გადაიტანა გვერდზე „კაკაბაძე დავით“ გადამისამ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''კაკაბაძე დავით ნესტორის ძე''' ( 8.VIII.1889, კუხი - 10.VI.1952, [[თბილისი]]) - ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი და თეორეტიკოსი, უსათვალო სტერეოკინოს გამომგონებელი.
+
[[ფაილი:Kakabadze daviT.jpg|thumb|'''დავით კაკაბაძე''']]
 +
'''კაკაბაძე დავით ნესტორის ძე''' ''(დ. - 8.VIII.1889, კუხი - გ. - 10.VI.1952, [[თბილისი]])'' - ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი და თეორეტიკოსი, უსათვალო სტერეოკინოს გამომგონებელი.
  
 
====ბიოგრაფია====
 
====ბიოგრაფია====
ხაზი 23: ხაზი 24:
  
 
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (სემ – ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა); საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის მუზეუმი, დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი) და უცხოეთში (იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, [[აშშ]]), ასევე, არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
 
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (სემ – ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა); საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის მუზეუმი, დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი) და უცხოეთში (იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, [[აშშ]]), ასევე, არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
::::::::::::::::::::::::::::::::::::მაია ციციშვილი
+
 
 +
::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მაია ციციშვილი'''''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

15:21, 21 მარტი 2019-ის ვერსია

დავით კაკაბაძე

კაკაბაძე დავით ნესტორის ძე (დ. - 8.VIII.1889, კუხი - გ. - 10.VI.1952, თბილისი) - ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი და თეორეტიკოსი, უსათვალო სტერეოკინოს გამომგონებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო ქუთაისში ი. პაევსკისთან და ვ. კროტკოვთან. შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე (1910-1918), პარალელურად კი - ლ. დმიტრიევ-კავკაზსკის სამხატვრო სტუდიაში (1910-1915). 1910 მუშაობას იწყებს ფოტოგრაფიაში.

1914 ოთხმა მხატვარმა – კაკაბაძემ, ფილონოვმა, კირილოვმა და ლასონსპიროვამ - დააფუძნეს საზოგადოება „ფერმწერთა და მხატვართა ინტიმური სახელოსნო“ და გამოაქვეყნეს მანიფესტი „გაკეთებული სურათები“. ეს მანიფესტი გამოხატავდა დავით კაკაბაძის შემოქმედების ძირითად პრინციპს - სურათი უნდა იყოს გაკეთებული, დასრულებული, ყველაფერი შემთხვევითისგან განთავისუფლებული და დაცლილი. ამავე პერიოდში ხატავს თავის ცნობილ „ავტოპორტრეტს სარკესთან“ და „კუბისტურ ავტოპორტრეტს“. 1916 უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დ. კ. ბრუნდება საქართველოში და იმავე წელს ხდება ქართველ მხატვართა საზოგადოების წევრი. სამშობლოში დაბრუნებული მხატვარი ბუნებისმეტყველებას და ხატვას ასწავლიდა ვაჟთა I გიმნაზიაში.

1917 დაიწყო მუშაობა იმერეთის პეიზაჟების სერიაზე, 1918 კი უკვე შესრულებული ჰქონდა ცნობილი ნამუშევრები: „იმერეთის ნატურმორტი“, „იმერეთი – დედაჩემი“ და სხვა. 1919 ლ. გუდიაშვილთან და ს. სუდეიკინთან ერთად მოხატა პოპულარული არტისტული კაფე „ქიმერიონი“, მონაწილეობდა არტისტული კაფეების „ფანტასტიკური დუქნისა“ და „ფარშევანგის კუდის“ მოხატვაში. 1919 თავის ძმასთან სარგის კაკაბაძესთან ერთად გამოსცემს არაპერიოდულ ინტერდისციპლინურ ჟურნალს „შვიდი მნათობი“, სადაც აქვეყნებს ტექსტებს ხელოვნებაზე.

1919 დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ უახლესი მხატვრული მიმდინარეობების გასაცნობად დავით კაკაბაძე რამდენიმე ახალგაზრდა მხატვართან ერთად პარიზში გააგზავნა. 1919-1927 წლებში დ. კაკაბაძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პარიზში, სადაც შექმნა ცნობილი ფერწერული და გრაფიკული სერიები: „პარიზი“ (1920), „ბრეტანი“ (1921), „იალქნიანი ნავები“ (1921), „აყვავებული ბაღის აბსტრაქტული ფორმები“ (1921), ობიექტები ლინზებით (1924) და სხვა. პარიზში ყოფნის დროს იგი მონაწილეობდა პარიზის „დამოუკიდებელთა სალონის“ ყოველწლიურ გამოფენებში. პარიზშივე გამოაქვეყნა წიგნები: „კონსტრუქციული სურათის შესახებ“ (ფრანგ. ენაზე, 1921), „პარიზი 1920-1923“ (1924), „ხელოვნება და სივრცე“ (ქართ. ენაზე, 1925). თანამშრომლობდა ლეონ როზენბერგის BulletIn de L’Effort Moderne-თან, სადაც ქვეყნდებოდა მისი წერილები თანამედროვე ხელოვნების შესახებ.

1922 ის ქმნის უსათვალო სტერეოაპარატს, რისთვისაც პატენტებს იღებს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან. 1926 Société Anonyme-ის დამფუძნებლებმა ქეთრინ დრაიერმა, მარსელ დუშანმა და მან რეიმ, ვასილი კანდინსკისთან, კურტ და ჰელენ შვიტერსებთან, ფერნან ლეჟესთან, ჰაინრიხ კამპენდონკისთან და ანტონ ჟულიო ბრაგალიასთან თანამშრომლობით, ბრუკლინის მუზეუმში მოაწყვეს თანამედროვე ხელოვნების დიდი საერთაშორისო გამოფენა. ამ მიზნით, დავით კაკაბაძის პარიზის სახელოსნოში Société Anonyme-მა შეიძინა მხატვრის ნამუშევრები, მათ შორის - ქანდაკება „Z“. ამჟამად იგი სხვა ნამუშევრებთან ერთად იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში ინახება.

1927 დავით კაკაბაძე გერმანიაში, იტალიასა და საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ, უკვე 6 წლის ანექსირებულ და გასაბჭოებულ საქართველოში ბრუნდება. სწორედ ამ დროიდან იგი მოწყვეტილი აღმოჩნდა დასავლური სახელოვნებო სამყაროსგან და, ბუნებრივია, სრულიად დავიწყებულიც. საქართველოში დაბრუნებისთანავე სასტუმრო „ორიენტში“ მოეწყო დ. კაკაბაძის პერსონალური გამოფენა (1928), ამ გამოფენის შემდეგ იგი 1933 წლამდე არ ქმნის არც ერთ ნამუშევარს და ამ წლებს შემდგომში „დუმილის პერიოდი“ უწოდებს. 1930-იან წლებშივე მთელი მისი შემოქმედება, განსაკუთრებით კი პარიზული ნამუშევრები, ფორმალიზმად ჩაითვალა. 1933 იგი იძულებით ქმნის გრაფიკულ სერიას „რიონჰესი“, ხოლო 1940-1950-იან წლებში სურათებს ინდუსტრიულ თემაზე. ამ პერიოდში ის მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და კ. მარჯანიშვილის თეატრში, მოღვაწეობდა კინოშიც. 1929-1931 წლებში დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობდა დოკუმენტური კინოფილმის („საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“) გადაღებას. 1940-იან წლებში მხატვარმა დაასრულა ჯერ კიდევ პარიზში დაწყებული ნაშრომი ქართული ორნამენტის შესახებ.

1933-1942 წლებში დავით კაკაბაძე სამხატვრო აკადემიის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ხოლო 1943 წლიდან კი - პროფესორი. 1948 დავით კაკაბაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რადგან ბრალად დასდეს, რომ მან „ვერ უზრუნველყო სტუდენტების სოციალისტური მეთოდის საფუძველზე აღზრდა“.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (სემ – ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა); საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი, კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრის მუზეუმი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის მუზეუმი, დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი) და უცხოეთში (იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, აშშ), ასევე, არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

მაია ციციშვილი

ლიტერატურა

  • გ. ალიბეგაშვილი, დავით კაკაბაძის შემოქმედება, „მნათობი“, 1956, №8;
  • კ. ზდანევიჩი, დავით კაკაბაძე, „მნათობი“, 1959, №1;
  • ქ. კინწურაშვილი, დავით კაკაბაძე, თბ., 2013;
  • პ. მარგველაშვილი, დავით კაკაბაძის არქივიდან, თბ., 1988;

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით კაკაბაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები