კლდიაშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დავით კლდიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „კლდიაშვილი დავით“ გადამ...)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 30: ხაზი 30:
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 +
[[კატეგორია:კლდიაშვილები]]

12:50, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია

კლდიაშვილი დავით სამსონის ძე - (29.VIII.1862, სოფ. სიმონეთი - 24.VI.1931, თბილისი) - მწერალი.

სარჩევი

ბიოგრაფია

განათლება მიიღო კიევის სამხედრო გიმნაზიასა და მოსკოვის III სამხედრო სასწავ- ლებელში. 1882 გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, ბათუმში. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. მონაწილეობდა ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. 1885 პირველი მხატვრული თარგმანები დაიბეჭდა ჟურნალში „თეატრი“. 1893 ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „შერისხვა“, ამ პერიოდში დაწერილი მოთხრობებიდან აღსანიშნავია: „მსხვერპლი“, „სოლომონ მორბელაძე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, პიესა - „ირინეს ბედნიერება“. 1901 გამოიცა მოთხრობათა პირველი კრებული. 1903 დაწერა „დარისპანის გასაჭირი“. 1905-1907 წლებში რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს, სამხედრო სამსახურიდან გადამდგარიყო. მსახურობდა ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში. ამ პერიოდში დაიწერა „როსტომ მანველიძე“ და „უბედურება“. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში მწერლის საღამოები იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1920 იუბილეების მომწყობი კომისიისა და მწერალთა კავშირის საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე შემუშავებული გადაწყვე ტილების საფუძველზე, სახელმწიფო თეატრში გაიმართა დავით კლდიაშვილის იუბილე. მისი ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა პიესა, რომელიც მის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის 30-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის პატივსაცემად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა უამრავი მილოცვა და კარიკატურა. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“, რომელიც იმდროინდელი სახელისუფლებო ბეჭდვითი ორგანო იყო, იუბილეს სპეციალური ნომერი მიეძღვნა. გაზეთში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შიო მღვიმელის და გიორგი ქუჩიშვილის მილოცვები. 1920 დავით კლდიაშვილმა დაწერა თავისი ცნობილი სატირა „ბაკულას ღორები“.


1924-1926 წწ-ში დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები - „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1925 გამოქვეყნდა მოგონებები: „ჩემი ცხოვრების გზაზე“. 1930 სამწერლო მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე რესპუბლიკის სახალხო მწერლის წოდება მი- ენიჭა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • კ. აბაშიძ ე, „ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ თბ., 1962;
  • ს. კლდიაშვილი, „დავით კლდიაშვილი“, თბ., 1945;
  • ს. ჭილაია, „უახლესი ქართული მწერლობა“, თბ., 1972;
  • მ. ჯოხაძე, „ჩემი დავით კლდიაშვილი“, თბ.,1955;
  • გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 17 თებერვალი 1920.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დავით კლდიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები