ცინცაბაძე გრიგოლ
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ცინცაბაძე გრი...) |
|||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]] | ||
23:07, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია
ცინცაბაძე გრიგოლ დიმიტრის ძე (დ. - 1879, სოფ. ზომლეთი - გ. - 20.02.1938) - სოციალ-დემოკრატი.
სწავლა დაიწყო აკეთის სკოლაში, შემდეგ კი ასოთამწყობის პროფესიას ეუფლებოდა. სწავლის პერიოდიდანვე ჩართული იყო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს (1899). 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1918 იგი იყო საქართელოს პარლამენტის წევრი, 1919 კი არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ის იყო იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1937 გრიგოლ ცინცაბაძე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
- ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი 1869-1953, თბ., 1999.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
