მაყაშვილი აბელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაყაშვილი აბელ“ გადაიტანა გვერდზე „მაყაშვილი ბალო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაყაშვილი ბალო“ გადაიტანა გვერდზე „მაყაშვილი აბელ“ გადამისამ...)

16:12, 6 თებერვალი 2019-ის ვერსია

მაყაშვილი აბელ (ბალო) გაბრიელის ძე - (6.VI.1860 - 1920) - სამხედრო მოსამსახურე.

  • დაამთავრა ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
  • პრაპორშჩიკი (1880).
  • პოდპორუჩიკი (1881).
  • პორუჩიკი (1885).
  • შტაბსკაპიტანი (1890).
  • დაამთავრა ოფიცერთა სკოლა.
  • კაპიტანი (1895).
  • პოდპოლკოვნიკი (1905).
  • პოლკოვნიკი (1910).
  • დაინიშნა ქვეითთა 185-ე პოლკის უფროსად.
  • პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
  • 1914 წლიდან მე-14 პოლკის მეთაურია.
  • გენერალ-მაიორი (1915).
  • გრენადერთა მე-16 პოლკის უფროსი.
  • 1917 - ჯერ კავკასიის გრენადერთა დივიზიის ბრიგადის მეთაური, შემდეგ - დივიზიის მეთაური.

დაჯილდოებული იყო - წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. ანას მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის და წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლებით. დაჯილდოებული იყო იარაღით.

1918 წლიდან ქართულ ჯარშია. 1918 სომხეთთან ომის დროს იყო ახალქალაქ-ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი და ახალქალაქის ფრონტის სარდალი. 1919 წლიდან სამსახური განაგრძო აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში. იყო ქვეითთა მე-2 დივიზიის უფროსის თანაშემწე. 1920 დაინიშნა განჯის სამხედრო სკოლის უფროსად. დაიღუპა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს.

მიხეილ ბახტაძე

ლიტერატურა

  • Русская армия в Великой войне http://www.grwar.ru/;
  • М. Г о г и т и д з е, Военная элита Кавказа, т. 1 2007.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აბელ მაყაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები