სტოლერმანი სამუილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Stolermani samuil.jpg|thumb|'''სამუილ სტოლერმანი''']]
 
[[ფაილი:Stolermani samuil.jpg|thumb|'''სამუილ სტოლერმანი''']]
'''სტოლერმანი სამუილ ალექსანდრეს ძე''' - (09.XII.1874, სოფ. კიახტა - 22.XII.1949, კიევი) - ებრაული წარმოშობის უკრაინელი დირიჟორი.  
+
'''სტოლერმანი სამუილ ალექსანდრეს ძე''' - (09.XII.1874, სოფ. კიახტა - 22.XII.1949, კიევი) - ებრაული წარმოშობის უკრაინელი [[დირიჟორი]].  
  
1905 წლიდან მოსკოვში დირიჟორის პროფესიას ვ. ი. საფინოვთან ეუფლებოდა. სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწობას; 1927-1944 წლებში - ოდესაში; 1944-1949 წლებში - კიევში; 1917 წლიდან [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|თბილისის ოპერის თეატრის]] დირიჟორი გახდა.
 
ხაზი 19: ხაზი 19:
 
1925 მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1937 წელს კი უკრაინის სახალხო არტისტის წოდებები. გარდაიცვალა კიევში.
 
1925 მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1937 წელს კი უკრაინის სახალხო არტისტის წოდებები. გარდაიცვალა კიევში.
  
::::::::::::::::::::::::::::::'''''ზურაბ ლეჟავა'''''
+
'''''ზურაბ ლეჟავა'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 21:52, 9 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

სამუილ სტოლერმანი

სტოლერმანი სამუილ ალექსანდრეს ძე - (09.XII.1874, სოფ. კიახტა - 22.XII.1949, კიევი) - ებრაული წარმოშობის უკრაინელი დირიჟორი.

1905 წლიდან მოსკოვში დირიჟორის პროფესიას ვ. ი. საფინოვთან ეუფლებოდა. სხვადასხვა ქალაქებში ეწეოდა სადირიჟორო მოღვაწობას; 1927-1944 წლებში - ოდესაში; 1944-1949 წლებში - კიევში; 1917 წლიდან თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი გახდა.

დამოუკიდებელ საქართველოში (1919.V.02) დირიჟორობდა დ. არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე” პირველ დადგმას, ასევე ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეს“ პრემიერის დროს (1919.XI.12). 1912 წლის 15 თებერვალს თბილისში მოკლა საკუთარი ცოლი, თუმცა საქმეში არსებული გარემოებების გამო სასამართლომ გაამართლა.

გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა: ვ.დოლიძის „ლეილას“ (1922.VI.05) და მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერის“ პრემიერებში; 1933 ვ. დოლიძის და 1936 ა. ანდრიაშვილის საფორტეპიანო კონცერტებში; ზ. ფალიაშვილის „დაისის“ ოდესაში დადგმულ წარმოდგენაში. მის რეპერტუარში, ქართულთან ერთად, უცხოური ნაწარმოებებიც შედიოდა:

  • ბ. ლიატოშინსკი, „Захар Беркут“ (ოდესა, 1930);
  • ო. ჩიშკო, „Яблоневый Плен“ (ოდესა, 1931);
  • ნ. ლისენკო, „ტარას ბულბა“ (თბ., 1932);
  • ა. სპენდიაროვი, „ალმასტი“ (ქართ. ენაზე. თბ., 1932);
  • ა. ფემელიდი, „რღვევა“ (თბ., 1932. 08. 11);
  • ჟ. ოფენბახი, „ჰოფმანის ზღაპრები“ (თბ., 1941)
  • მ. იპოლიტოვ-ივანოვი, „ღალატი“;
  • ა. ბოროდინი, „თავადი იგორი“) და სხვ.

1925 მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1937 წელს კი უკრაინის სახალხო არტისტის წოდებები. გარდაიცვალა კიევში.

ზურაბ ლეჟავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ვ. ბერიძე, კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები), თბ., 1992;
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015;
  • პ. ხუჭუა, მელიტონ ბალანჩივაძე, გამომცემლობა „ხელოვნება“, თბ., 1950.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები