ვალტორნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ლითონის ჩასაბერი საკრავები]] | [[კატეგორია:ლითონის ჩასაბერი საკრავები]] |
16:17, 27 მაისი 2019-ის ვერსია
ვალტორნა - (გერმ. Waldhorn - ტყის რქა), უძველესი სასულე მუნდშტუკიანი საკრავი, ხასიათდება რბილი ბგერით. ვალტორნა შედის სასულე ორკესტრისა და სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში. თანამედროვე ვალტორნა ფა წყობისაა (იშვიათად სი ბემოლისა). მის პარტიას წერენ ვიოლინოს გასაღებით, ჩვეულებრივ ხმოვანებაზე კვინტით მაღლა. ფა წყობის ვალტორნის დიაპაზონია კონტროქტავის სი-დან მეორე ოქტავის ფა-მდე.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")