ჭუმუტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭუმუტა“ გადაიტანა გვერდზე „ჯუმუტაი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯუმუტაი“ გადაიტანა გვერდზე „ჭუმუტა“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 16:52, 26 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ჭუმუტა

ჭუმუტა - სინონიმები: ჯუმუტა, ჯუმუტაი - მაღალხარისხოვანი საღვინე ვაზის ჯიშია.

ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია და მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფირფიტის ზედა მხარე ბადისებრდანაოჭებული, ქვედა მხრიდან დაფარულია გართხმული ბუსუსებით.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური. მხრიანი. მკვრივი ან ძალიან მკვრივი. არის საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მარცვალო მომრგვალო, მუქი ლურჯი, ძლიერ გამოხატული ცვილისებური ნაფიფქით. კანი მკვრივი, რბილობი საშუალო კონსისტენციის და წვნიანი. წვენი შეფერვის გარეშე. სასიამოვნო გემური თვისებებით.

[რედაქტირება] ფენოლოგია

კვირტის გაშლა აპრილის მეორე დეკადაში, ყვავილობა ივნისის დასაწყისში; შეთვალება აგვისტოს მეორე ნახევრის შემდეგ. სრული სიმწიფე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 180-185 დღე. ვაზი საშუალო ზრდის და საშუალო მოსავლიანია. 1ჰა მოსავალი 60-70ც. მტევნის წონა 137-180გ.

ავადდება ჭრაქით და ნაცრით.

ყურძნის წვენის შაქრიანობა 22.7- 23%; საერთო მჟავიანობა 7.5-9გ/ლ; pH- 3.25



[რედაქტირება] წყარო

ქართული სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები