მწვანე ლეღვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 31: ხაზი 31:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;
+
[[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]]  
  
[[კატეგორია:ლეღვის ჯიშები]][[კატეგორია:ხილი]]
+
[[კატეგორია:ლეღვის ჯიშები]]
 +
[[კატეგორია:ხილი]]

მიმდინარე ცვლილება 14:51, 19 ივნისი 2023 მდგომარეობით

მწვანე ლეღვი №1

მწვანე ლეღვი - ითვლება ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ლეღვის ჯიშად. კახეთის თითქმის ყველა კუთხეში და მეტადრე გამოღმა მხარეს, მწვანე ლეღვს ყველგან ვხვდებით.

მწვანე ლეღვის ჯიშური სხვაობები შედარებით მეტია, ვიდრე სხვა ლეღვის ჯიშური სხვაობები.

მწვანე ლეღვის ჯიშის ფარგალში, ჩვენის აზრით თავმოყრილია არა თუ მისი კლონური სხვაობები, არამედ სხვადასხვა ჯიშიც.

მწვანე ლეღვი №2

ჩვენ მიერ აღებული იყო კახეთის სხვადასხვა კუთხეში არსებული, სხვადასხვა მწვანე ნაყოფი, ცნობილი მწვანე ლეღვის სახელწოდებით. ეს ნაყოფი ერთიმეორისაგან დიდად განსხვავდება, როგორც ფორმით, ისე შეფერილობითაც. ნაყოფის გულის მოყვანილობით, ხის მორფოლოგიური თავისებურებით და გემოთი ხომ ერთმანეთს სულაც არ წააგავს.

მწვანე ლეღვად წოდებული ნაყოფის ნიმუშები ქვემოთ მოცემული გვაქვს აკვარელურ სურათების სახით.

პომოლოგიური მონაცემები შეეხება მწვანე ლეღვის პირველ სურათს. მწვანე ლეღვის ხე იზრდება საშუალო სიდიდის, უმეტეს შემთხვევაში ბუჩქნარად; იშვიათია, რომ იგი შტამბიან ფორმად იყოს ნაზარდი.

დატოტვა თხელი ახასიათებს და მუხლთაშორისებიც გრძელი აქვს.

ფოთოლი აქვს ძლიერ დანაკვთული, ხუთთათა, თხელხორცა და მცირედ დაძარღული. ფოთლის ყუნწი მოკლეა, რომელიც ზის ვიწრო ამონაკვეთში.

ნაყოფის გამოსხმა იცის მხოლოდ ერთხელ ზაფხულში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ცალგვერდწამეტებული, პატარა ვიწრო ყელით და ღია მწვანე ფერის მოგრძო ყუნწით. ნაყოფის კანი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. ნაყოფსაჯდომის ხორცი მთლად თეთრია და საკმაოდ სქელი. სრულ სიმწიფისას იფერება წვენით და ძლიერ თუმთუმა ხდება. ნაყოფის გული ვარდისფერ-წითელია, მსხვილი თესლით და კარგად განვითარებული ნაყოფის ხორცით. ნაყოფის მილშიაც მოთავსებულია ნაყოფის ხორცი და სულ მცირე ქერტლი, რაც მხოლოდ გარედან აქვს მილს შემოფენილი. ნაყოფის გული სრულ სიმწიფისას მეტად ტკბილია და გემრიელი.

მწვანე ლეღვი №3

მწვანე ლეღვის ნაყოფი ითვლება კარგი სუფრისა და საჩირე ჯიშად. მისი ნაკლი მხოლოდ ის არის, რომ ნაყოფი წვრილი იცის. მოსავლის გამოსავალიც, როგორც ჩირის, ისე ნედლი ნაყოფის მხრივ, მცირეა.

ნაყოფის სიმწიფე უდგება აგვისტოში და გვიან შემოდგომამდე გასტანს ხოლმე.

კახეთში ლეღვის ჯიშების ასორტიმენტის შორის მას უსათუოდ დაეთმობა ადგილი.

ნაყოფის დამწიფების მიხედვით ეკუთვნის ჩვეულებრივ, არა კაპრიფიგატორებს.



[რედაქტირება] წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები