მეიდან ოდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:აჭარული სახლი]] | [[კატეგორია:აჭარული სახლი]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული არქიტექტურა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:45, 13 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
მეიდან ოდა − სასტუმრო სახლი ანდა საცხოვრებელში ოთახი, ზოგჯერ იზოლირებული, ცალკე ასასვლელით. მას მეორენაირად „იან-ოდასაც” უწოდებდნენ. ამ ოთახს სახლის დაგეგმარებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მას თითქმის ყოველთვის ჰქონდა გარეთ – ეზოსთან დამაკავშირებელი დამოუკიდებელი გასასვლელი. სტუმარ-მასპინძლობის გაწევის მიზნით სასტუმრო ოთახს ოჯახი შუადერეფნის საშუალებითაც უკავშირდებოდა, რომელსაც ამ გზაზე ყოველთვის ჰქონდა კარი. საჭიროების შემთხვევაში იგი ღამით იკეტებოდა და სასტუმრო ოთახი სახლის სხვა ოთახებისგან გამოყოფილი, იზოლირებული რჩებოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
მიქელაძე, 1978:114; მგელაძე, ტუნაძე, 2016.