აბაშიძე ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აბაშიძე ავთანდილ“ გადაიტანა გვერდზე „ავთანდილ აბაშიძე“) |
20:30, 12 მარტი 2020-ის ვერსია
აბაშიძე ავთანდილ – დაიბადა 1959 წლის 1 აგვისტოს ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1986). სამხედრო სამსახური (1977-79).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პროკურატურის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1986-95).
- პარლამენტის წევრი (1995-96): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, იურიდიული კომიტეტის, კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (1996-2003);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე (2003-2004).
მინიჭებული აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.