ნუთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 28: | ხაზი 28: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]] | [[კატეგორია:ეგვიპტური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]] | ||
17:16, 19 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ფაილი:NuTi.jpg
ნუთი
(ძვ. წ. I ს.), ჰეიდელბერგი, არქეოლოგიური მუზეუმი
(ძვ. წ. I ს.), ჰეიდელბერგი, არქეოლოგიური მუზეუმი
ნუთი – (ეგვ.) ცის ქალღმერთი (სხვა მითოლოგიებისა და რელიგიებისგან განსხვავებით, ცა ეგვიპტელების წარმოდგენაში მდედრული ბუნებისაა, მიწა კი – მამრული), ღმერთთა ცხრეულის (ენეადის) ერთ-ერთი წევრი; შუსა და თეფნუთის ნაშიერი მიწა-გებთან ერთად. თავის მხრივ, ნუთის შვილები არიან ცის კაბადონზე განლაგებული ვარსკვლავები და თავად რაე, მზის ღმერთი.
ფაილი:NuTi1.jpg
ნუთი – ცა ფურის სახით
ნუთი დიდი, მიწაზე გადმომხობილი ფურის სახით არის წარმოდგენილი, ვარსკვლავები ღამით მის მუცელზე მოძრაობენ, დღისით კი მის მუცელში არიან, რადგან დილით ყლაპავს მათ. ამან გააჯავრა მისი მეუღლე გები, ამიტომაც შუმ, როგორც ჰაერის სივრცემ, განაშორა მეუღლეები ერთმანეთისგან.