გები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გები

გები(ეგვიპტ.) გაღმერთებული კოსმიური ძალა, მიწის სიმბოლო, ჰელიოპოლისის ენეადის წევრი. ჰქონდა ან თროპომორფული სახე. ეგვიპტეში არ აშენებულა გებისადმი მიძღვნილი ტაძარი და ჰელიოპოლისის გარეთ არ გააჩნდა საკულტო ადგილი, მაგრამ იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვთაება მთელ ეგვიპტეში და თითქმის ყველა მითში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. დასახელებული იყო იმ ათ ღმერთს შორის, რომლებიც ტურინის სამეფო პაპირუსის თანახმად უძველეს, „ღმერთების დროს“ ეგვიპტის მეფეები იყვნენ და შესაბამისად, ეგვიპტის ტახტი და მიწა მისი, როგორც ეგვიპტის უძველესი მეფის და მიწის ღვთაების საკუთრებად და მემკვიდრეობად იყო მიჩნეული. ეგვიპტის ფარაონის ტახტს „გების ტახტი“ ეწოდებოდა. ტაძრის კურთხევის დროს მეფეს ეკავა ე.წ. „მეკეს სკიპტრა“, რომელიც „გების მემკვიდრეობად“ ითვლებოდა.

მემფისის კოსმოგონიური სისტემის პოლიტიკურ ნაწილში გები, როგორც ღმერთების ბატონი, მეთაურობს კრებას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს დავა ხორს და სეტხს შორის გების მემკვიდრეობასთან (ე.ი. ეგვიპტის მიწასთან) დაკავშირებით, და გები თავის ტახტს ხორს გადასცემს. პირამიდების ტექსტებში ფარაონზე ვკითხულობთ, რომ მან „გების მემკვიდრეობა მიიღო“. გების სიმბოლო იყო ბატი, რომელიც ეგვიპტურად ჟღერდა ასევე „gbb“, რის გამოც მას ხანდახან მოიხსენიებდნენ, როგორც „დიდ ყიყინას“, რომელმაც სოლარული კვერცხი დადო. ჰელიოპოლისის ერთ-ერთი მითის თანახმად, გებმა და ნუტმა შექმნეს კვერცხი, საიდანაც იშვა რა ბენუს სახით.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები