ბატი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბატი – უძველეს დროში არსებობდა ბატის სახის ქალღმერთი სერეტი, რომელმაც უკვე ძველი სამეფოს დროს ლომის სახე მიიღო. გვიანი ახალი სამეფოს დროიდან ბატი ამონის ერთ-ერთი გამოვლინების ფორმა გახდა. მას მიმართავენ, როგორც „ამონ-რას, მშვენიერ ბატს“, ბატი კი „ამონის მშვენიერი ბატი“ ხდება. ამონი მოიხსენიება, როგორც „დიდი ყიყინა“, რომელიც უძველეს დროში „პირველყოფილი კვერცხიდან“ გამოიჩეკა. იმავდროულად ბატი, როგორც ჩანს, სუფთა ხორცის გამო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაწირი ფრინველი იყო.