აშვამედჰა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აშვამედჰა''' – ''(ინდ.)'' „ცხენის შეწირვა“, მსხვერპლშეწირვის მნ...) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:ინდური მითები]] | ||
15:21, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია
აშვამედჰა – (ინდ.) „ცხენის შეწირვა“, მსხვერპლშეწირვის მნიშვნელოვანი სახეობა, რომელიც მხოლოდ მეფის ხელით სრულდებოდა.
გაუშვებდნენ შერჩეულ ცხენს თავისუფლად და მეფე თავის მხედრობასთან ერთად უკან გაედევნებოდა და იპყრობდა ცხენის მიერ გავლილ ტერიტორიას, რაც ერთი წლის მანძილზე გრძელდებოდა. წლის ბოლოს ე.წ. „სამყაროს ჭიპში“ ცხენს მსხვერპლად შესწირავდნენ. ცხენი ამ რიტუალში ცვლიდა პურუშას, რომელიც მითოსის მიხედვით ღმერთებმა დაკლეს, რათა მისი ნაწილებისგან სამყარო შეექმნათ. უპანიშადებში გადმოცემულია სამსხვერპლო ცხენის ნაწილებისგან სამყაროს შექმნა.