ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია''' - ეკლესია გორის მუნიცი...)

20:09, 21 ივნისი 2020-ის ვერსია

ბობნევის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, კუთხეები შირიმის ქვისაა. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომელიც შიგნიდან შეისრული ფორმისაა. გარედან - სწორკუთხაა. სარკმლის ქვემოთ, კედელთან, მიდგმულია რიყის ქვით ნაწყობი სატრაპეზო. აფსიდის გვერდებზე თითო ღრმა, სწორკუთხა, ფიცრით გადახურული ნიშია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესიის სამხრეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. დასავლეთ კედლის სარკმელი დაბალი და განიერია, შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. შენობა გადახურული ყოფილა ღარიანი კრამიტით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები