დიდი მეჯვრისხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==
[[ერისთავების სახლი]]
+
* [[ერისთავების სახლი]]
 +
* [[მირმანოზ ერისთავის ციხე-სასახლე ]]
 +
* [[ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას სახლ-მუზეუმი]]
 +
 
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 
[[საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]]
 
[[კატეგორია:სოფლები შიდა ქართლში]]

17:28, 23 ივნისი 2020-ის ვერსია

დიდი მეჯვრისხევი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში. ისტორიული მეჯვრისხევი, მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, გორიდან 20 კმ-ზე, მდ. მეჯუდის მარცხენა ნაპირზე.

სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს მის ტერიტორიაზე ნაპოვნი ბრინჯაოს ცულები, შუბები და სხვ. სამეურნეო თუ საბრძოლო დანიშნულების იარაღი. იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა და V-XVII საუკუნეებში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში.

მეჯვრისხევი ქართლის რეგიონში განთქმული იყო მოჭიქული თიხის ჭურჭლის წარმოებით. ჭიქურის დასამზადებლად იყენებდნენ სოფლის მიდამოებში არსებულ კვარცის ქვიშას. მეჯვრისხევში 1605 წ. საზაფხულოდ იდგა და მოულოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X.

XVIII ს. დასაწყისში აქ ლეკებთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა ოსმალთა გარნიზონის სარდალი გორის ფაშა. ლეკების ალაგმვა შესძლო მხოლოდ ძლიერმა ფეოდალმა გივი ამილახვარმა, რომელმაც ქართველთა ლაშქრით სოფელთან ბრძოლა გაუმართა მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი.

XIX საიკუნის 80-იან წწ. მეჯვრისხევი წარმოადგენდა ახლომდებარე სოფლების ცენტრს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ მხარის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. აქ სისტემატურად იმართებოდა ბაზრობები, ჩამოყალიბებული იყო ადგილ. თეატრალური წრე.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები