ფხვენისის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფხვენისის კოშკი''' - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:გორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:კოშკები საქართველოში]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები ]]

18:23, 12 ივლისი 2020-ის ვერსია

ფხვენისის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფხვენისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 6,8 მ), ორსართულიანი. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. შიგნიდან შელესილია. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთით, პირველ სართულზე აქვს. კარის ორივე მხარეს თითო ორმაგი სათოფურია. ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებულია ოთხკუთხა ბუხარი, რომლის გვერდებზე ორმაგი სათოფურებია. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულის აღმოსავლეთით ერთი ერთმაგი, დანარჩენ სამ მხარეს კი თითო ორმაგი სათოფური აქვს. ყველა სათოფური თახჩიანია. ნაგებობას შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი. შენობის გადახურვა გუმბათოვანია, ნაწყობია კვადრატული აგურით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები