ჰარპიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ჰარპიები''' – ''(ბერძნ.)'' ზღვის ღმერთის, თავმასისა და [[ოკეანოსი]]ს ასულის, [[ელექტრა]]ს ქალიშვილები. შემზარავი ქალჩიტები. | '''ჰარპიები''' – ''(ბერძნ.)'' ზღვის ღმერთის, თავმასისა და [[ოკეანოსი]]ს ასულის, [[ელექტრა]]ს ქალიშვილები. შემზარავი ქალჩიტები. | ||
| − | ძველი ავტორები ხუთ ჰარპიას გვისახელებენ: აელას („გრიგალისებრს“), აელოპეს („ქარიშხლისებრს“), | + | ძველი ავტორები ხუთ ჰარპიას გვისახელებენ: აელას („გრიგალისებრს“), აელოპეს („ქარიშხლისებრს“), [[პოდარგე]]ს („ფეხმარდს“), ოკიპეტეს („სწრაფმავალს“) და კელენოს („პირქუშს“). ჰარპიებს წარმოსახავდნენ ფრთოსან ურჩხულებად, რომელთაც ქალის თავები ებათ. ისინი ბავშვებსა და ადამიანთა სულებს იტაცებდნენ. [[არგონავტები]]ს მითოსი მოგვითხრობს ამბავს იმის თაობაზე, თუ როგორ გაათავისუფლეს [[ბორეადები|ბორეადებმა]] ჰარპიათაგან მეფე [[ფინევსი]]. |
თავდაპირველად ჰარპიები ეგეოსის ზღვაში, სტროფადის კუნძულებზე სახლობდნენ. შემდეგ კი, სხვა ურჩხულთა მსგავსად, ბერძენთა ფანტაზიამ ისინი [[ჰადესი|ჰადესში]] მოათავსა. | თავდაპირველად ჰარპიები ეგეოსის ზღვაში, სტროფადის კუნძულებზე სახლობდნენ. შემდეგ კი, სხვა ურჩხულთა მსგავსად, ბერძენთა ფანტაზიამ ისინი [[ჰადესი|ჰადესში]] მოათავსა. | ||
02:20, 29 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ჰარპიები – (ბერძნ.) ზღვის ღმერთის, თავმასისა და ოკეანოსის ასულის, ელექტრას ქალიშვილები. შემზარავი ქალჩიტები.
ძველი ავტორები ხუთ ჰარპიას გვისახელებენ: აელას („გრიგალისებრს“), აელოპეს („ქარიშხლისებრს“), პოდარგეს („ფეხმარდს“), ოკიპეტეს („სწრაფმავალს“) და კელენოს („პირქუშს“). ჰარპიებს წარმოსახავდნენ ფრთოსან ურჩხულებად, რომელთაც ქალის თავები ებათ. ისინი ბავშვებსა და ადამიანთა სულებს იტაცებდნენ. არგონავტების მითოსი მოგვითხრობს ამბავს იმის თაობაზე, თუ როგორ გაათავისუფლეს ბორეადებმა ჰარპიათაგან მეფე ფინევსი.
თავდაპირველად ჰარპიები ეგეოსის ზღვაში, სტროფადის კუნძულებზე სახლობდნენ. შემდეგ კი, სხვა ურჩხულთა მსგავსად, ბერძენთა ფანტაზიამ ისინი ჰადესში მოათავსა.
გადატანითი მნიშვნელობით ჰარპიას გაავებულ ქალს უწოდებენ.