ბორეადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

ბორეადები. კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. VI-ს.), რომი
ბორეადები – (ბერძნ.) ბორეასისა და ორითიიას ფრთოსანი ვაჟები: კალაისი და ძეტოსი.
ბორეადები მამის, ბორეასის, მსგავსად ქარებს განასახიერებდნენ. არგონავტთა ლაშქრობაში მათ ჰარპიებისგან გაათავისუფლეს ბრმა ფინევსი, მათივე დის, კლეოპატრას, მეუღლე. როდესაც არგონავტები აღმოჩნდნენ კუნძულ კეოსზე, ბორეადები მოუწოდებდნენ, გაეგრძელებინათ გზა ჰერაკლეს გარეშე, რომელიც ჰილასის საძებნელად იყო წასული. ამის გამო ჰერაკლემ მოკლა ბორეადები კუნძულ ტენოსზე. მათ სამაროვანზე კი ორი ლოდი დადო, რომლებიც ხმას გამოსცემდნენ მაშინ, როდესაც უბერავდა ჩრდილოეთის ქარი – ბორეასი. მითის სხვა ვერსიით, ბორეადები ჰარპიებთან ბრძოლისას დაიღუპნენ.