თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი მდ...) |
14:10, 6 აგვისტო 2020-ის ვერსია
თეკნელას წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ თეკნელაში, ტყეში, თარიღდება XI-XIII საუკუნეებით.
აღწერილობა
ეკლწსია დარბაზულია (7X4 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო პატარა ნიში. ქვემოთ, კედელთან სატრაპეზო ქვაა მიდგმული. მეორე, უფრო მცირე სარკმელი სამხრეთ კედელშია. ინტერიერში შეიმჩნევა მოხატულობის კვალი.