არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია (მცხეთის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია''' - არქიტექტურული ძეგლი მდ...) |
17:05, 18 აგვისტო 2020-ის ვერსია
არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას სამხრეთით 1,5 კმ-ზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, კედლების ზედა ნაწილები, ფასადებზე საპირე ქვები ბევრგან ამოცვენილია; ეკლესია 1,5 მეტრის სიმაღლეზე ნანგრევებითაა ამოვსებული და შიგ დიდი ხეებია ამოსული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ ეკედლის ღერძზე.