იგოეთის წითელი საყდარი
(ახალი გვერდი: '''იგოეთის წითელი საყდარი''' - ეკლესია მდებარეობს [[საქართველ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''იგოეთის წითელი საყდარი''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, | + | '''იგოეთის წითელი საყდარი''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[კასპის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ იგოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, [[თბილისი]]-[[გორი]]ს გზის პირას, ქ. [[კასპი]]ს გადასახვევიდან 150 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1983 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== |
16:22, 31 აგვისტო 2020-ის ვერსია
იგოეთის წითელი საყდარი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თბილისი-გორის გზის პირას, ქ. კასპის გადასახვევიდან 150 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1983 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (10X6,15 მ), ნაგებია ძირითადად მუქი წითელი ფერის აგურით (აქედან მომდინარეობს ძეგლის სახელწოღება), წყობაში ჩართულია ნატეხი და რიყის ქვებიც. შესასვლელი დასაევლეთიდანა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო ღრმა თაღოვანი ნიში. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში, კარის თავზე. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი მასიური პილასტრებით, რომლებსაც ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრებს თაროსებრი კაპიტელები აქვს ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, აგურის წყობაში ჩართულია თლილი კვადრების მწკრივი. ეკლესიის სამხრ. მინაშენისგან მხოლოდ კონტურებია შემორჩენილი. მას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია.